უნდა მივიღოთ მკაფიო გადაწყვეტილება, სრულდება თუ არა 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა – კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ცოტა საეჭვოა, 26 მაისს შესაძლებელი იყოს რაიმე მასობრივი ღინისძიების გამართვა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტის თუ გახანგრძლივების საკითხიც იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, სრულდება 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა, თუ შეიძლება გახდეს ამ მდგომარეობის გაგრძელება საჭირო, პირობითად, 1 თვით ან რამდენიმე კვირით. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება, ბუნებრივია, მოვლენებზე დაკვირვების საფუძველზე. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, იქნება განსაზღვრული დინამიკა. ამ დინამიკას ჩვენ ბოლომდე ვერ ვმართავთ. იმიტომ, რომ  არის ეპიდემია, რომელიც შეიძლება ან ერთი, ან მეორე ფორმით გავრცელდეს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

5 მაისიდან ქუთაისსა და ბათუმში გადაადგილებაზე ყველანაირი შეზღუდვა იხსნება – გახარია