უნივერსიტეტებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება - მთავრობა

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

„ამ ეტაპზე სწავლა უმაღლეს სასწავლებშლებში დისტანციურად გაგრძელდება. კონკრეტულად დეტალებს  – სად, როგორ, რანაირად,  რა წესების დაცვით, ამაზე განათლების მინისტრი ისაუბრებს, “_ განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება სკოლებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ნათია მეზვრიშვილის თქმით, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ დისტანციური სწავლის მეთოდიც.