ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ბაზარზე საუკეთესო ანაზღაურების პირობები შევთავაზოთ | Bolt Food

პუბლიკა

23 მარტს მიტანის მომსახურების კომპანია Bolt Food-ის კურიერებმა სპორტის სასახლესთან მორიგი აქცია გამართეს.

მათ პროტესტის ნიშნად მუშაობა ერთი კვირის წინ შეაჩერეს. პროტესტის მონაწილე კურიერები მომსახურების ტარიფების ზრდას და კურიერთა ზოგადი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

დღეს კომპანია კურიერების პროტესტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

Bolt Food-ის ოფიციალური განცხადებაში წერია, რომ პარტნიორი კურიერებისთვის, გარანტირებული მინიმალური ანაზღაურება ყოველი შეკვეთის შესრულებისას, 50%-ით აღემატება ბაზარზე არსებულ სხვა მიტანის სერვისების პირობას.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „იგივე ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ აქტივობებს, რომლებმაც ხელი შეუშალა ჩვენი სერვისის და სხვა პარტნიორი კურიერების სამუშაო პროცესს. პასუხად, მათი ანგარიშები დაბლოკილი იქნა პლატფორმიდან. ნებისმიერი სახის ორგანიზებულ მცდელობას, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს Bolt Food-ის, ან პარტნიორი რესტორნების ბიზნეს ოპერაციები, აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირება კომპანიის მხრიდან.“

„ბოლო დღეების მანძილზე, პარტნიორი კურიერების გარკვეულმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა Bolt Food-თან არსებული საპარტნიორო პირობების შესახებ. მედიაში გავრცელებულ კომენტარებზე პასუხად, გვსურს, დავაფიქსიროთ შემდეგი:

• პარტნიორი კურიერები დასაქმებულნი არ არიან შრომითი ხელშეკრულებით; პარტნიორი კურიერები მუშაობენ საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ისინი ემსახურებიან მომხმარებლებს Bolt Food-ის მიერ დაწესებული პირობებით;

• პარტნიორ კურიერებს თავად შეუძლიათ აირჩიონ, როდის სურთ, ან სურთ თუ არა, იმუშაონ Bolt Food-ის პლატფორმაზე;

• ცვლილებები პარტნიორი კურიერების ანაზღაურების სისტემაზე რეგულირდება საპარტნიორო ხელშეკრულებით;”