ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევისთვის შსს-მ ვასილ გოგალაძე 1000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე შსს-მ ერთი პირი 1000 ლარით დააჯარიმა.

კაცი, რომელმაც ვაკის პარკში, უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და შემდეგ დახია, ვასილ გოგალაძეა. დროშის ჩამოხევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით წაშალა და მის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება.

მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგალაძე პრორუსული პარტიის „ალტ-ინფოს“ წევრი იყო, თუმცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა მორგოშიამ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან უარყო. მორგოშია ამბობს, რომ გოგალაძეს პირადად იცნობს, თუმცა პარტიის წევრი არ არის და არც არასდროს ყოფილა.