ვანო ზარდიაშვილი „ენერგოტრანსის“ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

პუბლიკა

უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი „ენერგოტრანსის“ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ვანო ზარდიაშვილის „ენერგოტრანსის“ დირექტორი მოადგილედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია პირველად “TV პირველმა“ გაავრცელა.

„ენერგოტრანსის“ 100% წილის მფლობელია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.  სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია და მისი აქციების სრულ პაკეტს ფლობს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი -„საპარტნიორო ფონდი“.

ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი 7 ოქტომბერს დატოვა.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile