ვინ ჩაანაცვლებს პარლამენტში სოფო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილს

პუბლიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, რომ  პარლამენტში მანდატდატოვებული დეპუტატების – სოფო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეები თემურ გოცირიძე და ბენედიქტ ქაშაკაშვილი იქნებიან.

მისი თქმით, პარლამენტში ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

„ეს არის ერთკვირიანი ვადა, როდესაც უნდა გაცხადდეს უმრავლესობის ან ფრაქციების მიერ, ვინ იქნებიან კანდიდატები დასახელებული. ზოგადად, კონსულტაციები არის, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი 7 ოქტომბერს დატოვა, სოფო ქაცარავამ კი 15 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ.

მას შემდეგ რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა დატოვა პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. ასევე, თამარ ხულორდავამ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა. უმრავლესობა დატოვა ფარქცია „კონსერვატირების“ სამმა წევრმა. დეპუტატებმა პარლამენტაში დაკავებული პოზიციებიც დატოვეს. ეს პოზიციები ამჟამად ვაკანტურია.