სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ის საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:

„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!“

რამდენიმე დღის წინ, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ქაცარავამ უმრავლესობა დატოვა.

LB loan image desktop LB loan image mobile