ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ცეცხლს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

პუბლიკა

ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ცეცხლს შუახნის ასაკის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა ცხედარი სალიკვიდაციო სამუშაოების დროს იპოვეს.

როგორც ადგილობრივები ტვ პირველთან ჰყვებიან, მოხუცი და-ძმა სახლში მარტო ცხოვრობდა. მათი შემოსავალი შეგროვებული ბოთლების ჩაბარებიდან მიღებული თანხა იყო. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ქალს გადაადგილება უჭირდა.

„ფარდა მოხვდა გაზის პლიტას,ქარის ბრალი იყო, დაიწყო ხანძარი, ხის მაგიდა ანთებული იყო, რომ შემოვედი სამზარეულოში, მაგარი ხანძარი იყო, ვეუბნებოდი, გამოდი, გამოდი, არ გამოვიდა” – ამბობს tv პირველთან გარდაცვლილი ქალის ძმა.

ვაზისუბნის მე-2 მკ/რ-ში ცეცხლი დღის მეორე ნახევარში გაჩნდა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ადგილიდან 3 ადამიანი გაიყვანეს.