სკოლებისა და ბაღების პედაგოგები, დირექტორები და მოსწავლეები „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად არჩევის გამო აქცია/კონცერტი გაიმართა. აქციაზე „ქართლი ოცნებამ“ რეგიონებიდან ადამიანები ჩამოიყვანა. მათ შორის, აქციაზე იყვნენ სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომლები, სკოლებისა და ბაღების პედაგოგები, დირექტორები და მოსწავლეები.