ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი – კახა კალაძე

პუბლიკა

„ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. ყველანაირად უზრუნველვყოფთ ჩვენ. ან მეორე ვარიანტია, ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პრობლემა აქვთ, სახლი დაენგრათ, ამისთვის გამგეობები გამოყოფენ თანხას და შეგვიძლია ამ ოჯახების იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში”, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟზე კომენტარისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომ სახლებს უსახლკარო პირებს უნგრევენ არასწორია.

„არ არის სწორი ინფორმაცია. ეს არის არასწორი ინფორმაცია. ეს ადამიანები არიან, ვისაც აქვთ სახლები. ეს ადამიანები არიან, ვისაც აქვთ მიწის ნაკვეთები. ზოგს რაიონებში აქვთ სახლები. სანამ მე ვარ ქალაქის მერი, არ დავუშვებთ სახელმწიფო ქონებების უკანონო დატაცებას. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით და ვუწყობთ ხელს, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქად არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს მიდგომა, რომ მოვიპაროთ სახელმწიფო მიწა კატეგორიულად მიუღებელია“. – განაცხადა კალაძემ.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება დილიდან დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ადგილობრივები სახლების დემონტაჟის პროცესს აპროტესტებენ. დილიდან რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის.

აფრიკის დასახლებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დახმარება ადგილზე 2 ადამიანს გაუწია, ხოლო ორსული, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile