შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ლინდე Twitter-ზე გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და საქართველოს დემოკრატიის მაღალი სტანდარტის დაცვისა და კანონის უზენაესობისკენ მოუწოდებს.
„შვედეთი იზიარებს ევროკავშირის მიერ გიგი უგულავას საქმის გარშემო გამოთქმულ შეშფოთებას. როგორც საქართველოს ახლო მეგობარი, მოვუწოდებთ ქვეყანას, გადადგას ნაბიჯები უთანხმოების შემცირებისკენ და მოვუწოდებთ მას, დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტი და კანონის უზენაესობა“, – წერს ლინდე.
Sweden shares EU concerns about circumstances around the case of Ugulava. As a close friend of Georgia we call for steps to narrow divisions and uphold the highest standards of democracy and rule of law. https://t.co/zfPLfv99L5
— Ann Linde (@AnnLinde) February 12, 2020
10 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.