„მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს.
როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დააკავეს.
126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს ოჯახში ძალადობას; 111 137-ე მუხლის პირველი ნაწილით – გაუპატიურების მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ და 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილი – ოჯახის წევრის მიმართ მუქარა.