წამყვანი ლაშა ნაკაიძე ოჯახში ძალადობისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დააკავეს.

126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს ოჯახში ძალადობას;  11​​1 137-ე მუხლის პირველი ნაწილით – გაუპატიურების მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ და 11​​1 151-ე მუხლის მეორე ნაწილი – ოჯახის წევრის მიმართ მუქარა.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile