ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, ნაკაიძესთან თანამშრომლობას ვაჩერებთ - „მთავარი არხი“

პუბლიკა

„მთავარი არხი” ტელეწამყვანის ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ნაკაიძე ოჯახში ძალადობისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე, ლაშა ნაკაიძის დაკავება.

„მთავარი არხი” გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის” ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება. ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი” ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას”,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დააკავეს.

126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა);  11​​1 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11​​1 151-ე მუხლის მეორე ნაწილი (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა).

LB loan image desktop LB loan image mobile