ყველაფერი გააკეთა „ოცნებამ“, რომ მოევლო, თაფლი მიეცა, მურაბა, გადაერჩინა - ზილფიმიანი

პუბლიკა

პარლამენტის წევრი, „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხი იმედგაცრუებისკენ მიჰყავს. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ „მოევლო“ მათთვის.

„ხალხში მიდის ინტენსიური მზაობა, მომზადება, თითქოსდა რაღაც იგეგმება. ამიტომ, აი ეს იმედგაცრუება, რისკენაც  მიჰყავთ მოსახლეობა, აუცილებლად უკან ბრუნდება ბუმერანგივით.

არ დაგვავიწყდეს, რომ ამხელა რისხვის ქვეშ მყოფი პარტია, თუ მოხდა ისე, რომ ამ ქუჩის აქციებმა, ამ არეულობებმა, რაიმე მაინც, საზოგადოებაში სამოქალაქო კონფლიქტი გამოიწვია, პირველ რიგში ისევ თვითონ იქნებიან წალეკილები და ყველაზე ცუდი, რაც ვერ გაიგეს, არის ის, რომ ყველაფერი გააკეთა „ოცნებამ“ რომ მოევლო, თაფლი მიეცა, მურაბა მიეცა, გადაერჩინა და ახლა თვითონ აგრძელებენ იმას, რომ იმის მაგივრად წავიდნენ და დაცალონ ველი. ველის დაცლა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ოპოზიცია გაღვივდეს და გაიზარდოს, ჯანმრთელი ოპოზიცია. რა მობილიზაციაც არ უნდა იყოს, ხალხის ის დიდი მასა, ვინც მათი წარსული ნახა არ დაუშვებს ცვლილებას იმ კოალიციით, რომელშიც შედის „ნაციონალური მოძრაობა“. წადით, დაცალეთ ველი. ქუჩაში კი არ უნდა წახვიდეთ, ღმერთმა მოგცათ იმის საშუალება, რომ ამ ბოროტებაზე არ გაგებინათ არავინ პასუხი, წადით, დაცალეთ ველი“, – განაცხადა ზილფიმიანმა.