ყველაფერთან დაკავშირებით ვართ მართლები - კობახიძე

პუბლიკა

„ყველაფერთან დაკავშირებით ვართ მართლები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ისაუბრა:

„ბარიერთან დაკავშირებით ჩვენ ვართ მართლები – 5%-იანი ბარიერი იქნება, 2%-იანი თუ ა.შ., მთავარია, რომ ჩვენ, პირველად საქართველოს ისტორიაში, დავამკვიდრეთ აბსოლუტურად სამართლიანი საარჩევნო სისტემა – სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, თავისი სამართლიანი  5%-იანი ბარიერით. დანარჩენი არის უკვე პოლიტიკური მოცემულობის რაღაცა… აქაც მართლები ვართ.

ანუ ბარიერთან დაკავშირებით ვართ მართლები, მოსამართლეებთან დაკავშირებით ვართ მართლები, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზეც ვართ მართლები, ყველაფერთან დაკავშირებით ვართ მართლები. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია სიმართლე”, – განაცხადა კობახიძემ.

19 აპრილის შეთანხმებაზე კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს იყო „კავკასიური ცარცის წრე”.

„საბოტაჟიდან ქვეყნის გაყვანა რომ გვინდოდა, ამ რეჟიმიდან, ამიტომ მოვაწერეთ საბოლოო ჯამში 19 აპრილის შეთანხმებას. ეს იყო „კავკასიური ცარცის წრე”… ოპოზიცია დღეს გინდა არ გინდა პარლამენტშია შემოსული, ანუ ჩვენ მთავარ მიზანს მივაღწიეთ. ვერავინ ვეღარ ამბობს იმას, რომ არის პოლიტიკური კრიზისი, დამთავრდა ამაზე საუბარი”, – განაცხადა კობახიძემ.