ყველას გვაქვს უფლება, გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით - წულუკიანი კუხიანიძეზე

პუბლიკა

„ყველას გვაქვს ჩვენი უფლება, გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები პირველ რიგში პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. პატიმრობის პირველივე საათიდან მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცენდენტო ძალისხმევა ხორციელდება, მაგრამ არც ისე შორს არ მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ყველას გვაქვს ჩვენი უფლება გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


საკრებულოს შენობასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

„სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს.

„ეს კაცი არის ნაგავი და ნაგვის ადგილი არის სანაგვეზე“, – თქვა ელისაშვილმა.

საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერდა ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile