ზარქუა პრეზიდენტზე: ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი

პუბლიკა

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე განცხადებები მისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა გააკეთოს.

„საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში თვითონ გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან – ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი. ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“, – განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ თუ სამედიცინო ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა კრიტიკულია, მათ უნდა მიმართონ სასამართლოს, ხოლო სასამართლომ დამოუკიდებლობის ხარისხი ღირსეული გადაწყვეტილებით უნდა დაამტკიცოს.