ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით 18 ივლისს კვლავ გააქტიურდა ცხელი ხაზი -სუს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით კვლავ გააქტიურდა ცხელი ხაზი, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ინფორმაციის დადასტურებული წყაროს მექანიზმია.

„სუს-ი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურებულ წყაროს წარმოადგენს ცხელი ხაზის მექანიზმი. ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით 18 ივლისს კვლავ გააქტიურდა ცხელი ხაზი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.