დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კით კელოგი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დადოს „ეფექტიანი შეთანხმება ინვესტიციისა და უსაფრთხოების შესახებ“.
„ჩვენთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ძალა იგრძნობოდეს.
ჩვენ დეტალურად განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები. ამ ომის პირველი წამიდან უკრაინა ისწრაფოდა მშვიდობისკენ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა ძლიერი და გრძელვადიანი იყოს, რათა რუსეთმა ვერასდროს შეძლოს ომის განახლება. უკრაინა მზად არის აშშ-სთან ძლიერი, ეფექტიანი შეთანხმებისთვის ინვესტიციისა და უსაფრთხოების შესახებ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინისა და აშშ-ის ძლიერი ურთიერთობები მთელ მსოფლიოს სარგებელს მოუტანს.
„მე მადლობას ვუხდი მადლობა გენერალ კელოგს ერთობლივი მუშაობისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.