ზელენსკიმ თეთრ სახლში შეხვედრის ფიასკოდ გადაქცევისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს - რუბიო

პუბლიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში შეხვედრის ფიასკოდ გადაქცევისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც ასე აგრესიულად იწყებთ საუბარს და პრეზიდენტი მთელი ცხოვრებაა გარიგებებს დებს, თქვენ ხალხის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა არ გსურთ. ამიტომ, შემდეგ ვფიქრობ, რომ შესაძლოა ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმება არ სურს. ის ამბობს, რომ სურს, მაგრამ შეიძლება ეს ასე არ არის“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

გუშინ, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე გამართულ შეხვედრაზე იკამათეს. პრეზიდენტმა ტრამპა თქვა, რომ ზელენსკი ომის დასრულებისთვის მზად არ არის, ხოლო ზელენსკის თქმით, მას სურს ომის დასრულება გარანტიებით, რომელიც მის განახლებას გამორიცხავს.

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის მიმდინარე სამხედრო დახმარების მიწოდების სრულ შეწყვეტას – ეს ინფორმაცია მაღალი თანამდებობის პირებმა “The Washington Post”-ს მიაწოდეს.

თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, იგი გავრცელდება მილიარდობით დოლარის ღირებულების რადარებზე, ტექნიკაზე, საბრძოლო მასალებზე და რაკეტებზე, რომლებიც უკრაინას პრეზიდენტის განკარგულებით უნდა მიეწოდოს, თქვა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენის პირობით ისაუბრა, “რადგან საკითხი სენსიტიურია”. – წერს The Washington Post.