ზუგდიდში ხანძარს ორი მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა

პუბლიკა

გუშინ, ღამით, ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.

ინფორმაცია „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მეზობლები მედიასთან ამბობენ, რომ ინციდენტის დღეს ოჯახს დენი და გაზი გადაუხდელობის გამო არ მიეწოდებოდა. მათივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, რაღაც დროის წინ კი, როცა დედას შემოსავალი გაუჩნდა, შვილები დაიბრუნა.