ზუგდიდის მე-4 ოლქი, სადაც მაჟორიტარულ არჩევნების მეორე ტური გაიმართა, წინასწარი შედეგებით “ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიგო.
„ოცნების”კანდიდატმა 1753 ხმა მიიღო, ხოლო ენმ-ის კანდიდატმა 1607. ამ ოლქის მოგების შემთხვევაში ენმ-ი საკრებულოში უმრავლესობას 23 წევრით დამოუკიდებლად დააკომპლექტებდა, თუმცა ახლა ენმ-ს 22 წევრი ეყოლება საკრებულოში და უმრავლესობას მხოლოდ გახარიას პარტიის წევრებთან ერთად შექმნის.
მეორე ტურის წინასწარი შედეგების მიხედვით მანდატები ზუგდიდის საკრებულოში ასე განაწილდა:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 მანდატი;
- „ქართული ოცნება“ – 20 მანდატი;
- „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.