ზუგდიდში ოლქს, რომელსაც ენმ-ისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „ოცნება"იგებს

პუბლიკა

ზუგდიდის მე-4 ოლქი, სადაც მაჟორიტარულ არჩევნების მეორე ტური გაიმართა, წინასწარი შედეგებით “ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიგო.

„ოცნების”კანდიდატმა 1753 ხმა მიიღო, ხოლო ენმ-ის კანდიდატმა 1607.  ამ ოლქის მოგების შემთხვევაში ენმ-ი საკრებულოში უმრავლესობას 23 წევრით დამოუკიდებლად დააკომპლექტებდა, თუმცა ახლა ენმ-ს 22 წევრი ეყოლება საკრებულოში და უმრავლესობას მხოლოდ გახარიას პარტიის წევრებთან ერთად შექმნის.

მეორე ტურის წინასწარი შედეგების მიხედვით მანდატები ზუგდიდის საკრებულოში ასე განაწილდა:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 მანდატი;
  • „ქართული ოცნება“ – 20 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.
LB loan image desktop LB loan image mobile