ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა - შსს

პუბლიკა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობიდან, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ, მედიაგამოცემებს ზუგდიდიდან, იმ ადგილიდან, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, პირდაპირი სიგნალის შეწყვეტისკენ მოუწოდა. საბანაძის თქმით, ამის მიზეზი მოქალაქეებისა და სამართალდამცველების უსაფრთხოებაა და წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს სიგნალს თავად ჩაახშობს.

თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ შენობაში მძევლები დღის 3 საათზე აიყვანა. ისინი ამ დრომდე შენობაში რჩებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.