1 530 ახალი შემთხვევა და 23 გარდაცვლილი | კორონავირუსის 11 ოქტომბრის სტატისტიკა

პუბლიკა

განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა კიდევ 23 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1848 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში 17 711 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.25% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.60%.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 269 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა
  • აჭარა – 98
  • იმერეთი – 334
  • ქვემო ქართლი – 49
  • შიდა ქართლი – 50
  • გურია – 36
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 142
  • კახეთი – 294
  • მცხეთა-მთიანეთი – 19
  • სამცხე-ჯავახეთი – 31
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 916 საიდანაც: 4 514 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 467, აჭარაში – 423, იმერეთში – 1 108.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 006 პირი, მათ შორის, თბილისში – 323, აჭარაში – 85, იმერეთში – 342.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი,  მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 25, იმერეთში – 28. 703 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 – თბილისში, 185 – აჭარაში. 18 699 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

LB loan image desktop LB loan image mobile