Facebook და მის მფლობელობაში არსებული აპლიკაციები გათიშულია

პუბლიკა

Facebook, Messenger, Instagram და WhatsApp ამჟამად გათიშულია.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ აპლიკაციებს სწორედ Facebook-ი ფლობს. კომპანიამ Twitter-ზე დაწერა, რომ მუშაობენ, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად აღმოფხვრან პრობლემა. WhatsApp-მაც ასევე Twitter- ზე განცხადება გაავრცელა და გათიშვა დაადასტურა.

„ტვიტერსა“ და სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციებით ირკვევა, რომ პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით დგას.

იმავეს მოწმობს Downdetector, საიტი რომელიც თვალყურს ადევნებს ვებსაიტსა და სერვისებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღმოიფხვრება ხარვეზი.