ჩემი დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, 10 დღეში მივაღწევთ არჩევნებს და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის წერილი საპატიმროდან ადვიკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გამოიტანა. მანვე წაუკითხა ის ჟურნალისტებს.

„ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო. მერე როცა მოიგეს, უბრალოდ გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ, რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო, არადა ერთადერთი, ივანიშვილს და მის ბანდას, სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ.

გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძმედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა, ასევე რამდენიმე ძალიან გაბედული ლიდერი, რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერები.

ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე,” – ახადებს წერილში მიხეილ სააკაშვილი.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 33-ე დღეა შიმშილობს.

31 ოქტომბერს, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს. მომდევნო დღეს მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმა, ანი წითლიძემ და ლევან ვარშალომიძემ. ასევე „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

1 ნოემბერს ასევე წერილი გაავრცელა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი  და არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა. სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას გამარჯვება წაართვა და მოქალაქეებმა ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა იბრძოლონ.