2 პირადობის ფოტოს გასაჯაროვებაზე პაპუაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ერთი პირის ორი პირადობის მოწმობის თემაზე ბრიფინგი გამართა.

მან მოუწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, დაინტერესდეს საკითხით, რადგან დაირღვა პირის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა.

„მინდა მივმართო პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, ჩვენ სახეზე გვაქვს ადამიანიას პერსონალური მონაცემების ტირაჟირება მედიის საშულაებით, დაუფარავად, რაც არის დარღვევა და მივმართავ მას, ჰქონდეს რეაგირება. ასევე მივმართავ „ნაციოანლურ მოძრაობას“ და მედიას, შეწყვიტოს ამ საკითხზე სპეკულაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აღმოაჩინეს ერთი პირი ორი პირადობის მოწმობით. მათი ვარაუდით, „ხელისუფლება გაყალბებული პირადობების მოწმობებით აყალბებს არჩევნებს”

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ „მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური.