28 გარდაცვლილი და 4 581 ინფიცირებული | კორონავირუსის 17 ოქტომბრის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 28 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 525 შემთხვევა
  • აჭარა – 161,
  • იმერეთი – 876,
  • ქვემო ქართლი – 255,
  • შიდა ქართლი – 200,
  • გურია – 112,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 349,
  • კახეთი – 878,
  • მცხეთა-მთიანეთი – 80,
  • სამცხე-ჯავახეთი – 95,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 50.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 123 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 852 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 271 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.99%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 662 334-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 612 481-ს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 468 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე, 5 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის 1 193 მძიმე პაციენტია მძიმე პაციენტია.