3 436 ახალი შემთხვევა, 43 გარდაცვლილი | კორონავირუსის 24 ოქტომბრის სტატისტიკა

პუბლიკა

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 32 011 ტესტი, მათ შორის 19 618 ანტიგენის და 12 393 PCR-ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 483 პირი, გარდაიცვალა 43 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა – 87, იმერეთი – 729, ქვემო ქართლი – 221, შიდა ქართლი – 195, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 51 511. მათგან 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 490 პირი,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, 957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 44 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.