„რომც დარჩეს 5%-იანი ბარიერი, ამით არათუ არავითარი საფრთხე არ ექმნება დემოკრატიული სისტემის განვითარებას, არამედ უკეთესიც შეიძლება იყოს დემოკრატიული სისტემის სათანადოდ განვითარებისათვის”. – ამის სესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მის თქმით, საარჩევნო ბარიერი არ არის დემოკრატიული რეფორმა – “ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას ჩვენი კეთილი ნებით. ისიც არ ვიცით ზუსტად, ეს 2%-იანი ბარიერი იქნება სასარგებლო, თუ პირიქით, გარკვეული ზიანის მომტანი დემოკრატიული განვითარებისთვის” – ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, ყველა ბარიერს აქვს თავისი პლუს-მინუსები – “აქედან გამომდინარე, ჩვენ მთლიანად სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შევხედოთ ამ საკითხს”.
კობახიძე ამბობს, რომ დაელოდებიან ოპოზიციის მოქმედებებს – “თუ ისინი აჩვენებენ იმას, რომ მათი სურვილი არის პოლარიზაციის შემცირებაში წვლილის შეტანა, ბუნებრივია ამ კანონპროექტის მიღების შანსი ბევრად მაღალი იქნება”.