შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუმათში აქციაზე ერთი პირია დაკავებული. როგორც „პუბლიკას“ განუცხადეს, ის ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის დააკავეს.
რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში, სადაც რიკინის ბარიკადებია აღმართული, აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა. აქციაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.
აქტივისტები ბარიკადებს იქით გადასვლას ცდილობდნენ, რაშიც პოლიციელები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ.