საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალების ფალსიფიკაცია გამოავლინა

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის მორიგი ფაქტი გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა ორი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანსა და ქ. თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე მაღაზიებსა და საამქროებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ამზადებდნენ, აფასოებდნენ და ასაღებდნენ სხვადასხვა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებებს.

მათივე ცნობით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების ჩხრეკისას, ამოიღეს დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული სადეზინფექციო საშუალებები.

„ექსპერტიზით დადგინდა, რომ ზემოხსენებული კომპანიების მიერ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა. პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1971 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.