ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში კაცი დაიღუპა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა და ადგილზე დაიღუპა.