ზუგდიდის კლინიკაში დაუზუსტებელი სუბსტანციების ინტოქსიკაციით 8 პირი მოხვდა

პუბლიკა

ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში დაუზუსტებელი სუბსტანციებით ინტოქსიკაციის დიაგნოზით 8 ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ, 3 ივნისს შეიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, ორი მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„სულ შემოყვანილი იყო 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაც გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში დაესვათ დიაგნოზი – დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტი. 8-დან 4-ის მდგომარეობა იყო შედარებით მძიმე და ისინი მოთავსდნენ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, ხოლო დანარჩენი 4-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამ დილას გაეწერნენ ბინაზე. რეანიმაციაში მყოფი 4 პაციენტიდან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება”, – ამბობს სულხან ორჟონია, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი.

როგორც „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.