ეს განცხადება, ტონალობით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი - გახარია ივანიშვილზე

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი „TV პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მის შესახებ იყო მისი ტონალობით იყო  მოულოდნელი.

„სიმართლე გითხრათ ველოდი, მაგრამ არ ველოდი ასე სწრაფად და ასეთი ფორმით. ველოდი რამდენიმე მიზეზის გამო, პირველ რიგში ობიექტური რელობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს. არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. ვგულისხმობ პარტიის ხელმძღვანელობას. მე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ყველაზე. იქ არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, ხელმძღვანელობაშიც. რა თქმა უნდა, უამრავი ღირსეული წარმომადგენელი „ქართული ოცნების“. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იბრძვიან ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის. მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს, ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია. მე ვთვლი, რომ ეს იყო, რამაც ბიძინა ივანიშვილი აიძულა, რომ მსგავსი მძაფრი განცხადებით გამოსულიყო. ეს განცხადება, მისი ტონალობით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი“, – თქვა მან. 

გიორგი გახარიას თქმით, განცხადებაში იყო სიმართლე იმის შესახებ, რომ გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი.

„ ამ განცხადებაში არის 2 საკითხი. გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის და გიორგი გახარია არის მოღალატე. ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა. სადაც არის ერთი სიმართლე, რომ გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი, ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ტყუილებს, რომ ჩვენ ვართ „ოცნება“ ორი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარია მოღალატეა, უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს. სხვა ყველაფერი იქ არის წყალი“, – თქვა მან.


7 ივნისს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილმა განხცადება გაავრცელა, სადაც ის აცხადებდა, რომ გახარიას მიერ პარტიის დატოვება სახელმწიფო ღალატი იყო.

ბიძინა ივანიშვილი წერილში ხაზს უსვამს, რომ განცხადების გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოისმინა „მოარულად და შეგნებულად“ გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პოლიტიკური პროექტია.