თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ - „თანასწორობის მოძრაობა"

პუბლიკა

„თანასწორობის მოძრაობის” ცნობით, 4 ივნისს ღამის საათებში, თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ორგანიზაცია წერს, რომ მოძალადემ ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა.

„თავდამსხმელს თან ახლდა ორი პიროვნება, რომლებმაც თავდამსხმელი განარიდეს დაზარალებულს. დაზარალებულმა პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს.

„თანასწორობის მოძრაობა” იმ დღესვე ჩაერთო საქმეში და იცავს დაზარალებულის ინტერესებს. საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა და თავდამსხმელს საპატრიმრო გირაო შეუფარდეს 2000 ლარის ოდენობით. საქმეზე გამოკვეთილი სიძულვილის ნიშანი”, – ნათქვამია განცხადებაში.