ლევან ვასაძე თურქეთის ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ ცენტრში გაემგზავრა - სოსო მანჯავიძე

პუბლიკა

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ (ერი) დამფუძნებელი, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობების მქონე ბიზნესმენი ლევან ვასაძე დიაგნოსტიკური გამოკვლევისთვის თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრა. ამის შესახებ ლევან ვასაძის თანაგუნდელმა, სოსო მანჯავიძემ „პუბლიკას“ განუცხადა.

მანჯავიძის თქმით, ვასაძე რამდენიმე თვეა თავს კარგად არ გრძნობს. მისივე თქმით, საქართველოში მას დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ის გუშინ თურქეთის ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოსაკვლევად გაემგზავრა:

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჰქონდა კარგი და სწორი დიაგნოზი უნდა დაესვას. იმისთვის გადაფრინდა, რომ შესაბამისი მკურნალობა დაენიშნოს“, – ამბობს მანჯავიძე.

მანჯავიძის თქმით, ვასაძე ქვეყანაში გამოკვლევების დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში დაბრუნდება.