სურამში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მისმა ქმარმა მოკლა

პუბლიკა

სურამში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მისი ქმარია.

შსს-ს განცხადებით, მკვლელობა დღეს მოხდა და გამოძიება 109-მუხლის მეორე „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.