სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილი სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა და აალდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. , დაშავდა 2 ადამიანი.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.