მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ ძალადობა არ არის საზოგადოების დაკვეთა - ლომჯარია მდუმარე აქციაზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს დაგეგმილ მდუმარე აქციას ეხმაურება. მისი თქმით, მნიშნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა.

„მინდა მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა!“, – აცხადებს ლომჯარია.


„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, „ევროპული საქართველო“ და მოძრაობა „დროა“  გუშინ განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად დღეს პარლამენტთან აქციას აანონსებენ.