1862 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი | კორონავირუსის 13 ივლისის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 11 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 117  ტესტი,  გამოჯანმრთელდა 619  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610 საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 266, აჭარაში – 187, იმერეთში – 417.