2019 წელს საპატიმროებში 16 ადამიანი გარდაიცვალა – თეა წულუკიანი

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე  ომბუდსმენმა სპეციალური ანგარიში წარადგინა. ნინო ლომჯარიას გამოსვლის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.

ომბუდსმენის ანგარიშში არის ჭორი, სიმართლე და არაპროფესიონალიზმიც, – თეა წულუკიანმა გამოსვლა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შეფასებით დაიწყო.

„დავიწყებ, როგორია ციფრები,  2020 წლის 19 იანვრის მდგომარეობით.  პატიმრების საერთო რაოდენობა  იყო  9 762;  აქედან მსჯავრდებული იყო 7 968, ხოლო დანარჩენი – 1800 პირი იყო ბრალდებული და ელოდა განაჩენს. მსჯავრდებულებიდან 308 არის ქალი, 33 კი –არასრულწლოვანი.

2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი.  შედარებისთვის 2010 წელს ეს რიცხვი იყო  144, 2011 წელს – 140. მომდევნო წლებში საშუალოდ არ აღემატებოდა 20-ს. 16 ეს იყო ტრაგედია, რომელიც ვერ იქნა აცილებული, თუმცა ეს რიცხვი არის მინიმალურ ზღვარზე.  როცა ჩვენ ვამბობთ, რომ პატიმრები არიან  ყოველდღიური საფრთხის ქვეშ, მაშინ რატომ არის ეს რიცხვი ასეთი დაბალი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

.