ეპიდსიტუაცია მიგვითითებს, რომ უნდა დავიწყოთ მსჯელობა შეზღუდვების გონივრულ დაწესებაზე - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აგვისტოში ისინი ალფა შტამის დელტა შტამით სრულად ჩანაცვლებას ელოდებიან.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დღეს 300-მდე კოვიდინფიცირებულია ბავშვია კლინიკაში მოთავსებული.

მინისტრი ამბობს, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვების გონივრულად დაწესების შესახებ მსჯელობა უნდა დაიწყონ.

„დღეისთვის ინფექციის გავრცელება მიგვითითებს, რომ მნიშვნელოვანია, დავიწყოთ მსჯელობა შეზღუდვების გონივრული დაწესების მიმართებით, რათა არ მივიღოთ ის ეფექტი, რაც შარშან გვქონდა.

რეგულაციების შემსუბუქების ძალიან ტემპი სწრაფი გვქონდა. ამას ჰქონდა თავისი მიზეზი, მაგრამ ჯანდაცვის კუთხით ბევრად საიმედო იქნებოდა ნელი ტემპი რეგულაციების შემსუბუქების, თუმცა ამ პირობებში, რაც დღეს გვაქვს  (1300 შემთხვევაა დღეში), უკვე უნდა დავიწყოთ მსჯელობა არააუცილებელი გართობის ღონისძიებების, ბავშვთა ბანაკების შეზღუდვაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა 30 867 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 164  პირი, გარდაიცვალა კიდევ 11 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.53 %.