სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შეზღუდვების შემსუბუქება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება ნაჩქარევი იყო.

„საქართველოში შეზღუდვების მოხსნა ძალიან სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე, ექიმები საბჭოზე ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ ჯერდება იქ ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ „ოქროს შუალედით“ იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული“, – განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.