საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ეწვევიან, შეხვედრები გაიმართება შარლ მიშელთან

პუბლიკა

საქართველოს 19 ივლისს უკრაინისა  და მოლდოვის პრეზიდენტები – ვლადიმირ ზელენსკი და მაია სანდუ ეწვევიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, ასევე და სიტყვით გამოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

19 ივლისს ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ შეხვედრას გამართავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან. ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც.