კოროვირუსის 848 ახალი შემთხვევა, 15 გარდაცვლილი | 19 ივლისის სტატისტიკა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოროვირუსით ინფიცირების 848 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 18 194 ტესტი, მათ შორის 9 607 ანტიგენი და 8 587 PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.60% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231, გარდაიცვალა 15 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება: 

თბილისი – 487 შემთხვევა, აჭარა – 94, იმერეთი – 46, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 25, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 11, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 16 487  შემთხვევაა, რომელთაგან: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე  859 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 186 პაციენტი, 1 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 130 ადამიანი.