თბილისი - 1 246, აჭარა - 238, იმერეთი - 173 | კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 18 ადამიანი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა,
  • აჭარა – 238,
  • იმერეთი – 173,
  • ქვემო ქართლი – 119,
  • შიდა ქართლი – 123,
  • გურია – 43,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100,
  • კახეთი – 126,
  • მცხეთა-მთიანეთი -50,
  • სამცხე-ჯავახეთი – 29,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 476-ია. მათგან 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 906 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი.

1 501 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 14 313 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.