ბოლო 3 კვირაში ბავშვებში კორონავირუსის 4 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ბავსების ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა. გაბუნიას თქმით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაახლოებით 4 ათასამდე ბავშვის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

„საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქად მიმდინარე. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, 2 გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში“, – თქვა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

თამარ გაბუნიას თქმით, ბავშვებისთვის ქვეყნის მასშტაბით 350-მდე საწოლია მობილიზებული. მთლიანობაში კი 6000 საწოლამდეა და მიმდინარეობს კოვიდსასტუმროების ქსელის გაფართოება. თუმცა, მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მთავარ მექანიზმად ვაქცინაცია რჩება.